NeoAcademy.Ge

ემირატების ავიახაზების პირველი VR აპლიკაცია

ემირატების ავიახაზებმა პირველი VR აპლიკაცია გამოუშვეს. აპლიკაციის დახმარებით მომხმარებელს შეუძლია დაათვალიეროს ემირატების ავიახაზების პირველი კლასის კომპლექტები, ავიაკომპანიის ცნობილი A380 სალონი, სასურველი ადგილი და მათი სხვა პროდუქტები, ეს ყველაფერი ვირტუალურ რეალობაში, სახლიდან.

აპლიკაცია ხელმისაწვდომია emirates.com-ზე ყველასთვის, ვისაც აქვს წვდომა ინტერნეტთან და ახლა უკვე Oculus Rift-ის მომხმარებლებისთვისაც Oculus Store-ში.

ბუტროს ბუტროსმა, კომპანიის, კორპორატიული კომუნიკაციების, მარკეტინგისა და ბრენდინგის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, თქვა: „ემირატების ავიაკომპანიის მიზანია იყოს ინოვაციური და უზრუნველყოს გამორჩეული გამოცდილება, იქნება ეს ბორტზე, მიწაზე თუ ციფრულ სამყაროში.  ინიციატივა აფართოებს ჩვენს გლობალურ მიღწევებსა და შესაძლებლობებს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, რადგან პანდემიის გამო ბევრს გარკვეული დროით არ უმოგზაურია და ეძებს შთაგონებას, იკვლევს და ცდილობს იპოვოს ფრენის სხვადასხვა ვარიანტები.”

ტექნოლოგიური კომპანია Renacen-თან პარტნიორობით შექმნილ კომპანიის მომხმარებლებს შეუძლიათ ნავიგაცია ეკონომიურ, ბიზნეს და პირველი კლასის კაბინებში, დაათვალიერონ თავიანთი ადგილები და ასევე საკულტო Onboard Lounge და სპა.

სამომავლოდ ავიაკომპანია გეგმავს შესთავაზოს მომხმარებელს შესაძლებლობა დაათვალიერონ და შეარჩიონ სალონი, დაჯავშნონ და გადაიხადონ ფრენის საფასური Emirates Oculus VR აპლიკაციიდან.

გაზიარება

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *