NeoAcademy.Ge

ჰაერიდან მიღებული სასმელი წყალი

მსოფლიოს ბევრ ნაწილში სასმელი წყლის დეფიციტია, მათი მიღება კი დიდ თანხასთანაა დაკავშირებული.  ოკეანის ახლოს მდებარე დასახლებებს მარილიანი წყლის გაფილტვრა შეუძლიათ, მაგრამ ეს დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. არსებობს ისეთი ტექნოლოგიები, რომლებსაც ამის გაკეთება შეუძლიათ, თუმცა დღევანდელი პასიური ტექნოლოგიებით, როგორიცაა, მაგალითად, ნამის შემგროვებელი კილიტები, წყლის მიღება მხოლოდ ღამითაა შესაძლებელი.

ციურიხის მკვლევრებმა  შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, წყალი 24 საათის განმავლობაში ყველანაირი ენერგიის გარეშე მიიღონ. ახალი მოწყობილობა სპეციალური შუშისგან შედგება, რომელიც მზის გამოსხივებას ირეკლავს და ატმოსფეროს მეშვეობით სითბოს გარე სივრცეშიც ასხივებს. ის გარემოს ტემპერატურაზე 15 გრადუსით დაბლაც კი ჩამოდის. მინის ქვედა მხარეს წყლის ორთქლი ჰაერიდან წყალში კონდენსირდება.

„სხვა ტექნოლოგიებისგან განსხვავებით, ჩვენს ტექნოლოგიას ნამდვილად შეუძლია დამატებითი ენერგიის გარეშე ფუნქციონირება, რაც მისი მთავარი უპირატესობაა“, — ამბობს ივან ჰაქლერი ETH Zurich-დან.

ეს ტექნოლოგია ETH ციურიხის შენობის სახურავზე გამოცადეს და მოწყობილობამ დღეში მინიმუმ ორჯერ მეტი წყლის წარმოება შეძლო.

გაზიარება

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *