NeoAcademy.Ge

რობოტი ხელოსანი იაპონიის რკინიგზაზე

როგორც New Atlas და სხვა ბლოგები იტყობინებიან, დასავლეთ იაპონიის სარკინიგზო კომპანია, ასევე ცნობილი როგორც JR West, სარკინიგზო ელექტროგადამცემი ხაზების დისტანციურად შესაკეთებლად უზარმაზარი რობოტის გამოყენებას იწყებს, და რაც განსაკუთრებით შესანიშნავია – რობოტს მართავს რეალური ადამიანი, ვირტუალური რეალობის ჩაფხუტის დახმარებით.

გიგანტურ ტანზე დამაგრებულია ჰიდრავლიკური ამწე “კიდური”, რომლის ჰაერში აწევაც მას 10 მეტრის სიმაღლეზე შეუძლია. რობოტის თავი ოდნავ ჰგავს Pixar-ის პერსონაჟს “WALL-E” და მოძრაობს ზუსტად ისე, როგორც ადამიანი, რომელიც მას VR ჩაფხუტით მართავს და ეუბნება, რა, სად და როგორ გააკეთოს.

გაზიარება

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *