Meta-მ დააანონსა ონლაინ მაღაზია, სადაც მომხმარებელს თავისი ავატარისთვის ტანსაცმლის ყიდვა შეეძლება. Balenciaga, Prada და Thom Browne იქნებიან პირველი ბრენდები, რომლებიც ავატარებისთვის განკუთვნილ ტანისამოსს გაყიდიან.
პარასკევს ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ლაივ ანონსში, Meta-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი შეუერთდა ევა ჩენს, Meta-ს მოდისა და სავაჭრო პარტნიორობის ვიცე-პრეზიდენტს, რათა დაეანონსებინა ეს პარტნიორობა და ფანებისთვის ეჩვენებინათ, თუ როგორი იქნება მეტას ახალი ავატარების ჩაცმულობა. მათ გააზიარეს ფოტო, სადაც ნაჩვენები იყო ცუკერბერგის მეტა ავატარი სხვადასხვა ჩაცმულობით, მათ შორის Balenciaga-ს მოტოციკლის კოსტიუმი, თეთრი ანორაკი და შორტები Prada’s Linea Rossa-ს ხაზიდან და ტომ ბრაუნის ერთ-ერთი საფირმო ნაცრისფერი კოსტუმი.
ვირტუალური დიზაინები ხელმისაწვდომი იქნება Instagram-ზე, Facebook-სა და Messenger-ზე გამოსაყენებლად. Meta გეგმავს მათ ვირტუალური რეალობის პლატფორმაზე გამოყენებასაც და მალე სხვა ბრენდებთან პარტნიორობასაც. Avatar Store ჩაეშვება მომავალ კვირას აშშ-ში, კანადაში, მექსიკასა და ტაილანდში.