NeoAcademy.Ge

ვატიკანში NFT გალერეა იგეგმება

მსოფლიოს ყველაზე პატარა ქვეყანა, ვატიკანი, რომელიც სავსეა ხელოვნებით, ისტორიით, ტრადიციებითა და კულტურით, თავის საუკეთესო ნამუშევრებს ციფრულ სამყაროში შემოაქვს. ვატიკანმა გამოაცხადა NFT გალერეის გახსნის გეგმები – ეს არის საჯარო და კერძო პარტნიორობა, რომელიც ვატიკანის მემკვიდრეობის ხელმისაწვდომობის გაფართოებას ისახავს მიზნად.

პროექტზე ორი კომპანია მუშაობს  Sensorium და Humanity 2.0.

„ჩვენ მოუთმენლად ველით Sensorium-თან მუშაობას, რათა ხელოვნების დემოკრატიზაციის გზები გამოვიკვლიოთ და ის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს საზოგადოებისთვის, მიუხედავად სოციალურ-ეკონომიკური და გეოგრაფიული შეზღუდვებისა. Sensorium-თან პარტნიორობას შეუძლია ჩვენი ამ მიზნამდე მიყვანა“

Sensorium არის გლობალური ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც  მუშაობს მეტავერსის მიმართლებით —დაწყებული ულტრა-რეალისტური ვირტუალური შოუებით, დასრულებული ინტერაქციული თამაშებით.

გალერეა  ხელმისაწვდომი იქნება ვირტუალური რეალობის ჩაფხუტით, ასევე დესკტოპ კომპიუტერებით და სავარაუდოდ 2022 წლის ბოლოს გაიხსნება.

გაზიარება

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *