მფრინავი კამერა არის Snap-ის უახლესი გამოშვება. Snap არის კომპანია, რომელიც ცნობილია თავისი სოციალური ქსელის ტიპის აპლიკაციით – Snapchat.
პატარა ყვითელი დრონი, სახელად Pixy, კომპანიის მიერ აღწერილია, როგორც “თავისუფალი, მფრინავი მეგობარი”, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს ადამიანებს სელფის გადაღებაში – სელფის ჯოხის გარეშე.
გაჯეტი ხელმისაწვდომია საფრანგეთსა და აშშ-ში. ამ ქვეყნებში დრონების გამოყენებასთან დაკავშიურებული კანონები შედარებით რბილია, ვიდრე დიდ ბრიტანეთში.
Snapchat – ის ფილტრები ერთ-ერთი პირველი გაფართოებული რეალობის გამოყენება იყო. დღესდღეობით სხვა მრავალი სოციალური მედიის გიგანტი აძლიერებს ტექნიკისა და გაძლიერებული რეალობის (AR) შეთავაზებას, რამაც Snap-ს უბიძგა, Pixy გამოეშვა. Pixy მუშაობს დამოუკიდებლად, ფრენისას იღებს ვიდეოს, რომელიც შემდეგ უსადენოდ გადადის და ინახება აპლიკაციაში.
ფრენის დასრულების შემდეგ კი, სელფის დრონი პატრონს თავისით უბრუნდება.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში Snapchat-ს არ აქცევს იმავე სიხშირის გამოყენება, როგორც სხვა სოციალური მედიის ქსელებს, როგორიცაა Facebook ან Twitter, ის მაინც საკმაოდ პოპულარულია. კომპანიის მონაცემებით, Snapchat-ს ყოველდღიურად 300 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს მთელ მსოფლიოში და პოპულარულია 13-34 წლის ასაკის 75%-ზე მეტ ადამიანში, 20-ზე მეტ ქვეყანაში.